კლაუდიო რანიერის "ლესტერში" დაბრუნებაზე უარი უთქვამს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტი" იტყობინება, რომ როდესაც "ლესტერის" მენეჯერი კრეიგ შექსპირი გადააყენეს, გუნდში დაბრუნება იმ კლაუდიო რანიერის შესთავაზეს, რომლის ხელმძღვანელობითაც "მელიებმა" პრემიერლიგა მოიგეს და რომელიც შემდეგ უპარდონოდ დაითხოვეს სამუშაოდან.

რანიერის მხოლოდ ორი სიტყვით უპასუხია:"არა, გმადლობთ".

შექსპირი რანიერის თანაშემწე იყო და მარტში ჩააბარეს გუნდი. ოქტომბრიდან "ლესტერის" თავკაცი კლოდ პიუელია (სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს), რანიერი კი საფრანგეთის ჩემპიონატში 20 ქულით მე-5 ადგილზე მყოფი "ნანტის" დამრიგებელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული