ბატშუაიმ გულშემატკივარს განავალის გემრიელად მირთმევა უსურვა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-9 ტურის წინ ერთმა გულშემატკივარმა ტვიტერზე დაწერა, რომ თუ 24 წლის ბელგიელი თავდამსხმელი მიში ბატშუაი ლონდონის "ჩელსის" "უოტფორდთან" თამაშს მოაგებინებდა, საკუთარ განავალს შეჭამდა...

მიში შეხვედრის 61-ე წუთზე ალვარო მორატას ნაცვლად შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა, დუბლი მიითვალა, "არისტოკრატებმა" თამაში 4:2 მოიგეს და ნამატჩევს იმ გულშემატკივარს შეეხმიანა:"ტვიტერის მომხმარებელო @Danndude10-ო, სანამ რამეს დაწერ, 10-ჯერ იფიქრე, განავალის გემრიელად მირთმევას გისურვებ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენებს მაინც ჰქონდეთ ეგეთი ჯიბრი,შეპირებას რაღა უნდა?... :)
ზაზა
20:18 25-10-2017
0
უეჭველი ჯიბრზე გაიტანა
ტოტტი
10:41 25-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული