კლოპი: მე-9 ადგილზე უკეთესს არ ვიმსახურებთ

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-9 ტურში ლონდონში" "ტოტენჰემთან"დამარცხების შემდეგ (1:4), "ლივერპული" მე-9 პოზიციაზე დაქვეითდა და მისმა მენეჯერმა იურგენ კლოპმა თავისი შეგირდების უხეირო თამაში ობიექტურად შეაფასა:

"პირველ ოთხეულში მოხვედრაზე ვაცხადებთ პრეტენზიას. ახლა იქა ვართ, სადაც ყოფნასაც ვიმსახურებთ. ბევრი შეცდომები დავუშვით, რაც გამოსასწორებელია. "დეზებს" ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ და ადვილად გვძლიეს, ძალიან ადვილად. მთელი ჩვენი თამაში ერთი დიდი შეცდომა იყო.

ამისთანა გუნდს ასეთი თამაშით ვერ დაამარცხებ. ჩემს ფეხბურთელებზე კარგს არაფერს არ ვიტყვი. მართლა არ მინდა ვინმე დავადანაშაულო. ლოვრენს სხვებზე უარესად არ უასპარეზია. ისე, გოლის გაშვების
მომენტში ლოვრენის ადგილას მე რომ ვყოფილიყავი, კეინს ბურთს არ მივაღებინებდი. რაღაცის შეცვლა გვმართებს, უფრო სტაბილურები უნდა გავხდეთ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
21 საუკუნის პატიმრის ცოდვებმა გიწიატ.d.d.ნეტა საერტოდ გავარდეტ.d.d.
liverpuli barselonas supermarketi.
01:43 23-10-2017
3

სიახლეები პოპულარული