სერხიო აგუერო "მანჩესტერ სიტის" თანაბომბარდირი გახდა

AutoSharing Option
პრიმერას მე-9 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" სახლში "ბარნლი" დამარცხა (3:0) და უახლოესი მდევარი "მანჩესტერ იუნაიტედი" 5 ქულით ჩამოიტოვა.

ამ შეხვედრაში მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ძირითად შემადგენლობაში დააყენა ერთი თვის წინ ნაავარიევი თავდამსხმელი სერხიო აგუერო და როდესაც 75-ე წუთზე მესამე გოლი გაიტანეს და თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყდა, მხოლოდ მაშინ შეცვალა.

კუნმა 30-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში და 117 გოლით კლუბის საუკეთესო მეგოლეს ერიკ ბრუკს გაუთანაბრდა. ბრუკი "ქალაქელების" ღირსებას 1928-1939 წლებში იცავდა და რეკორდი 493 მატჩში დააამყარა.

გვარდიოლამ თქვა, რომ ამის აღსანიშნავად სერხიომ მთელი
გუნდი სადილზე უნდა დაპატიჟოს.

შეხვედრის წინ აგუეროს მისი დედა, ადრიანა ეწვია და შვილის წარმატებით ძალიან გაიხარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული