პრე­მი­ერ­ლი­გა. IX ტური: "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჰადერსფილმა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
21 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურის მატჩები გაიმართა.

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ში "რო­მას­თან" ფანტასტიური მატჩის შემდეგ, პრემიერლიგაში ლონ­დო­ნე­ლე­ბმა წი­ნა ტუ­რის ერთ-ერთ გმირი, "უოტ­ფორდი" მი­ი­ღეს და 4:2 დაამარცხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 70-ე წუთამდე "ჩელსი" 1:2 მარცხდებოდა, მაგრამ კონტეს დროულმა ცვლილებამ, მორატას ნაცვლად ბაჩუაის შემოყვანამ, შედეგი გამოიღო და ბელგიელმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა.

ბა­ი­ლის, ქე­რი­კის, ფე­ლა­ი­ნის, იბ­რა­ჰი­მო­ვი­ჩი­სა და პოგ­ბას გა­რე­შე "მან­ჩეს­ტერ იუნა­ი­ტე­დი" გას­ვ­ლა­ზე წესით იოლად უნ­და გა­მკლავებოდა "ჰა­დერ­ს­ფილს". მაგრამ, მასპინძლებმა დაუმარცხებელი მანჩესტერი დაამარცხეს და ტურის სენსაციაც მოახდინეს. აღსანიშნავია ისიც, რომ "მანჩესტერი" პირველად თამაშობდა "ჰადერსფილის" წინააღმდეგ.

პარალელურად მიმდინარე მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" მარტივად დაამარცხა "ბარნლი" და სატურნირო ცხრილში 5 ქულიანი უპირატესობით გალიდერდა.

"ჩელსი" – "უოტფორდი" 4:2: (იხილეთ ვიდეო) 1:0 პედრო (12), 1:1 დაკური (45+2), 1:2 პერეირა (49), 2:2, 4:2 ბაჩუაი (71; 95), 3:2 3:2 აზპილიკუეტა (87)

"ჰადერსფილდი" – "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:1: (იხილეთ ვიდეო) 1:0 მუი (28), 2:0 დეპოიტრე (33), 2:1 რეშფორდი (78)

"მანჩესტერ სიტი" – "ბარნლი" 3:0: (იხილეთ ვიდეო) 1:0 აგუერო (30 პენ.), 2:0 ოტამენდი (73), 3:0 სანე (75)

"ნიუკასლი" – "კრისტალ პალასი" 1:0: მერინიო (86)

"სტოკი" – "ბორნმუთი" 1:2: 0:1 სურმენი (16), 0:2 სტანისლასი (18 პენ.), 1:2 დიუფი (63)

"სუონსი" – "ლესტერი" 1:2: ფ.ფერნანდესი (25 ს.კ.), 0:2 ოკაზაკი (49), 1:2 მოუსონი (56)

"საუთჰემპტონი" – "ვესტ ბრომვიჩი" 1:0: ბუფალი (85)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული
პრემიერლიგა
2017-2018
#
გუნდი
11
10
1
0
31
31
11
7
1
3
9
22
11
5
4
2
1
19
11
3
4
4
0
13
11
3
3
5
-9
12
11
3
2
6
12
11
11
2
4
5
-5
10
11
3
1
7
-7
10
11
2
3
6
-12
9
11
2
2
6
-6
8
11
1
1
9
-18
4