გვარდიოლა: კარგია მიჯრით მე-11 გამარჯვება

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-9 ტურში "ბარნლისთან" 3:0-ზე მოგებულ მატჩზე კომენტარი "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ გააკეთა:

"ჩინებული შედეგია, მეორე ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ. ბურთს ვაკონტროლებდით, მეორე გოლის შემდეგ კი ყველაფერი გაირკვა. ძალიან გახარებული ვარ. პირველი გოლის მომენტში პენალტი იყო, მეკარემ ბერნარდუ წააქცია.

აგუერომ სადილზე უნდა დაგვპატიჟოს. კიდევ ერთ გოლს გაიტანს და კლუბის რეკორდს დაამყარებს. ადრე თუ გვიან ამას მოახერხებს. მნიშვნელოვანია, რომ კარი კვლავ მშრალად შევინახეთ. კიდევ შეგვეძლო გატანა, მაგრამ მეტოქის მეკარე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

კარგია ზედიზედ 11 მოგებით კლუბის რეკორდის დამყარება, ოღონდ თუ
ამით რაიმე ტურნირს მოიგებ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული