ჟოზე მოურინიო: დამსახურებულად დავისაჯეთ

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-9 ტურში "მანჩესტერი" სტუმრად დამარცხდა "ჰადერსფილდთან" (1:2). ეს ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატზე "მანიუს" პირველი წაგებაა. ნამატჩევს "იუნაიტედის" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ იმედგაცრუებული დარჩა:

"გაიმარჯვა გუნდმა, რომელსაც ეს უფრო უნდოდა. გვაჯობეს. სათქმელი არაფერი მაქვს. არ ვიცი, რატომ უნდოდა მეტოქეს ჩვენზე უფრო მოგება. ჩემს ფეხბურთელებს სახალხოდ არ გავაკრიტიკებ. ყველაფერს გავანალიზებ და თუ საჭიროდ ჩავთვლი, თავად ვეტყვი სათქმელს.

გამაკვირვა შეგირდების თამაშმა. ამას არ ველოდი. "ჰადერსფილდმა" ისტორიაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. შესაძლოა, მეორე ტაიმში უკეთ ვიასპარეზეთ, ანგარიშის გათანაბრებაც შეგვეძლო, თუმცა ჩემის აზრით, ცუდად
თამაშისთვის სამართლიანად დავისაჯეთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული