49 წლის მერსონმა მოთამაშის კარიერა განაახლა

AutoSharing Option
ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ მერსონმა ლოთობასა და ნარკომანობას თავი დაანება, იმკურნალა, წონაში გვარიანად მოიმატა, შეძლებისდაგვარად ვარჯიში დაიწყო და მოთამაშის კარიერა განაახლა.

მან უელსის მე-4 ლიგის ნახევრადსამოყვარულო გუნდ „კეროში“ დაიწყო თამაში და „პონტიკპუნთან“ მატჩში მიიღო მონაწილეობა. სტადიონზე შეკრებილი 400 გულშემატკივარი პოლს შეძახილებით ამხნევებდა, ყველა ახალისა და თვითონაც იხალისა.

როდესაც ანგარიში 3:2 იყო მისი გუნდის სასარგებლოდ, სტადიონზე განათება გამოირთო და შეხვედრა ჩაიშალა. ჩაკურატებულმა პოლმა თქვა, რომ ამ სეზონში „კეროს“ დაეხმარება, ოღონდ თუ განათება აღარ გამოირთვება.

მერსონი ინგლისის ორგზის ჩემპიონია და „არსენალში“
289 შეხვედრაში 78 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული