პრე­მი­ერ­ლი­გა. IX ტურის წინ: ჯა­დოს­ნუ­რი ინ­გ­ლი­სუ­რი კვი­რა

AutoSharing Option
...მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნის, "ჩელ­სის" ამ­ბით და­ვიწყოთ.

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ში "რო­მას­თან" მომ­ქან­ც­ვე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო თრი­ლე­რი რომ გა­და­ი­ტა­ნა, ლონ­დო­ნე­ლე­ბი ახ­ლა შინ წი­ნა ტუ­რის ერთ-ერთ გმირს, "უოტ­ფორდს" მი­ი­ღე­ბენ კან­ტეს, მო­ზე­სი­სა და დრინ­კუ­ო­ტე­რის გა­რე­შე.

სტუ­მარს შე­მად­გენ­ლო­ბა შეთხე­ლე­ბუ­ლი ჰყავს, მაგ­რამ მა­ინც კარგ ხა­სი­ათ­ზეა, რად­გან წი­ნა ტურ­ში სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე თვით "არ­სე­ნა­ლი" გა­აკ­რა ბე­ჭებ­ზე ("უოტ­ფორ­დი" თა­ვი­დან აგებ­და) და... მე­ოთხე ად­გილ­ზე აღ­ზევ­და.

ბა­ი­ლის, ქე­რი­კის, ფე­ლა­ი­ნის, იბ­რა­ჰი­მო­ვი­ჩი­სა და პოგ­ბას გა­რე­შე "მან­ჩეს­ტერ იუნა­ი­ტე­დი" გას­ვ­ლა­ზე მა­ინც იოლად უნ­და გა­უმ­კ­ლავ­დეს "ჰა­დერ­ს­ფილს". ჟო­ზე მო­უ­რი­ნიო წი­ნა ტურ­ში "ენ­ფილ­დ­ზე" და­უ­ზავ­და "ლი­ვერ­პულს" და, წე­სით, ქუ­ლე­ბის და­კარ­გ­ვა აღარ უნ­და და­უშ­ვას,
თო­რემ თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლი "სი­ტის" და­წე­ვა მე­რე ურ­თუ­ლე­სი საქ­მე იქ­ნე­ბა.

რა თქმა უნ­და, პეპ გვარ­დი­ო­ლას გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლი ლი­დე­რი უდა­ვო ფა­ვო­რი­ტია "ბარ­ნ­ლის­თან" სა­ში­ნაო მატ­ჩ­ში. "ქა­ლა­ქე­ლებს" არ ეყო­ლე­ბათ მენ­დი, კომ­პა­ნის მინ­დორ­ზე გას­ვ­ლას კი დი­დი კითხ­ვის ნი­შა­ნი უზის, სა­მა­გი­ე­როდ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია სერ­ხიო აგუ­ე­როს დაბ­რუ­ნე­ბა.

და­ბო­ლოს, ჯა­დოს­ნუ­რი ინ­გ­ლი­სუ­რი კვი­რა ორი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მატ­ჩით. "ევერ­ტონ­მა", ბევ­რი პრე­მი­ერ­ლი­გის მთა­ვარ­სი­ურ­პ­რი­ზო­ბას რომ უწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლებ­და, ოდეს­მე უნ­და გა­იღ­ვი­ძოს. და რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, ეს არას­ტა­ბი­ლურ "არ­სე­ნალ­თან" მატ­ჩ­ში მოხ­დეს? "ბო­რო­ტი ენე­ბი" ამ­ბო­ბენ, თუ "მე­თო­ფე­ებ­თა­ნაც" და­მარ­ცხ­და, "ევერ­ტო­ნის" თავ­კაც რო­ნალდ კუ­მანს კა­რის­კენ მი­უ­თი­თე­ბე­ნო...

მას­პინ­ძ­ლებს და­აკ­ლ­დე­ბი­ან ბარ­კ­ლი, ფუ­ნეს მო­რი და ბო­ლა­სი. შე­იძ­ლე­ბა, უმ­ძი­მე­სი ტრავ­მის შემ­დეგ დაბ­რუნ­დეს ირ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი სი­მუს კო­ულ­მე­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა "არ­სე­ნალს", არ­სენ ვენ­გერს ფონს გას­ვ­ლა კა­სორ­ლას, ჩემ­ბერ­სის, მუს­ტა­ფი­სა და უელ­ბე­კის გა­რე­შე მო­უ­წევს.

ტუ­რი კი და­ი­ხუ­რე­ბა მთა­ვა­რი მატ­ჩით, რო­მელ­შიც "ტო­ტენ­ჰე­მი" მი­ი­ღებს "ლი­ვერ­პულს". მას­პინ­ძ­ლე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, საბ­რ­ძო­ლო შე­მად­გენ­ლო­ბით არი­ან. "ლი­ვერ­პუ­ლი" კი უკ­ვე მი­ეჩ­ვია ადამ ლა­ლა­ნას გა­რე­შე თა­მაშს. ეგაა, იურ­გენ კლო­პის გუნდს თავ­დას­ხ­მა­ში ძა­ლი­ან და­ეტყო­ბა ტრ­ავ­მი­რე­ბუ­ლი ლი­დე­რის, სე­ნე­გა­ლე­ლი სა­დიო მა­ნეს არ­ყოფ­ნა.

ფაქ­ტე­ბი
  • "უოტ­ფორდს" "ჩელ­სის­თ­ვის" 1999 წლის შემ­დეგ არ მო­უ­გია.
  • "მან­ჩეს­ტერ იუნა­ი­ტე­დი" პრე­მი­ერ­ლი­გა­ში პირ­ვე­ლად ითა­მა­შებს "ჰა­დერ­ს­ფილ­დის" წი­ნა­აღ­მ­დეგ.
  • "მან­ჩეს­ტერ სი­ტიმ" მიმ­დი­ნა­რე პრე­მი­ერ­ლი­გა­ში ზე­დი­ზედ 6 შეხ­ვედ­რა მო­ი­გო.
  • "ლეს­ტერს" ამ ტურ­ში დრო­ე­ბი­თი მწვრთნე­ლი მა­იკლ ეფ­ლ­ტო­ნი გა­უძღ­ვე­ბა.
  • "ევერ­ტონ­სა" და "არ­სე­ნალს" შო­რის გა­მარ­თუ­ლი ბო­ლო 5 მატ­ჩი­დან 4 შეხ­ვედ­რა­ში 2,5-ზე მე­ტი გო­ლი გა­ვი­და.
  • "ტო­ტენ­ჰემ­მა" "ლი­ვერ­პულს" პრე­მი­ერ­ლი­გა­ში ბო­ლოს 2012 წელს მო­უ­გო.
პრემიერლიგა. IX ტური
პარასკევი, 20 ოქტომბერი
ვესტ ჰემი-ბრაიტონი 23:00

შაბათი, 21 ოქტომბერი
ჩელსი-უოტფორდი 15:30
ჰადერსფილდი-მანჩესტერ იუნ 18:00
მან. სიტი-ბარნლი 18:00
ნიუკასლი-კრ. პალასი 18:00
სტოკი-ბორნმუთი 18:00
სუონსი-ლესტერი 18:00
საუთჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი 20:30

კვირა, 22 ოქტომბერი
ევერტონი-არსენალი 16:30
ტოტენჰემი-ლივერპული 19:00

ბომბარდირები: 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ); 6 - სერხიო აგუერო (სიტი), გაბრიელ ჟეზუში (სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ალვარო მორატა (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული