გაბრაზებული გულშემატკივარი თავის გუნდს მოედანზე ჩაუვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის მე-2 ლიგის პირველობაზე (რანგით მე-4 დივიზიონია) "კოვენთრისა" და "ფორესტ გრინის" 0:1-ზე დასრულებული მატჩისას მოედანზე მასპინძელთა აღშფოთებული ფანი გადახტა და თავისი გუნდის ფეხბურთელებს ყვირილი დაუწყო.

მან ჯერ მეტოქე გუნდის ფეხბურთელისთვის ბურთის ართმევა სცადა, შემდეგ კი "კოვენთრის" მოთამაშეებს უყვირა და მოედნიდან ძალით გაიყვანეს.

თურმე, "კოვენთრის" 351 წუთია გოლი არ გაუტანია.
ტეგები: