"ლესტერის" მწვრთნელი კრეიგ შექსპირი გადააყენეს

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ჟურნალისტის მეტ ლოუტონის ცნობით, დღეს "ლესტერის" ხელმძღვანელებმა გუნდის მენეჯერი კრეიგ შექსპირი კრებაზე დაიბარეს და სამუშაოდან დათხოვნა აუწყეს.

მისი ხელმძღვანელობით "მელიებმა" პრემიერლიგის 8 მატჩში ოდენ 8 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე არიან. კრეიგი გადაყენებული კლაუდიო რანიერის ნაცვლად გასული სეზონის მე-2 წრეში ჩაუდგა "ლესტერს" სათავეში, ამ ზაფხულში კი სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

შექსპირის მოხსნას ჯერ კლუბი არ ადასტურებს.
ასევე დაგაინტერესებთ