"ტოტენჰემი" კეინს 222.56 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის

AutoSharing Option
"ტაიმსის" ცნობით, მიუხედავად ტოპ-კლუბების ინტერესისა, ლონდონის "ტოტენჰემი" თავის წამყვან ფეხბურთელებს ვერ შეელევა.

"დეზების" ხელმძღვანელები გუნდის ლიდერს ჰარი კეინს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაასხვისებენ, თუ ტრანსფერში მსოფლიოში ყველაზე დიდ თანხას გადაუხდიან - 200 მილიონ ფუნტს, რაც 222.56 მილიონი ევროს ექვივალენტურია.

შეგახსენებთ, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ამ ზაფხულში პსჟ-მ განახორციელა, რომელმაც "ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

ჰარის სამსახურით "რეალია" დაინტერესებული, რომელიც დღეს ჩემპიონთა ლიგაზე მასპინძლობს "ტოტენჰემს". ბლანკოსის თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ კეინი ყველა კომპონენტში ძლიერია, ბევრი გოლი გააქვს, მუდმივად მოძრაობს,
ეძებს თავისუფალ სივრცეს და სრულყოფილი ფეხბურთელია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ ამათთანაც (თავიაანთი გადმოსახედით) მგონი მთლად ჯანმრთელად ვერაა ვალუტა :)) როგორ აფუჭებენ ამ მოთამაშეებს და ზოგადად ფეხბურთს, ფულის სახელით
დათა
16:09 17-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული