"მანჩესტერ სიტის" ყოფილი მცველი მეუღლესთან ერთად სახალხოდ გაშიშვლებას აპირებს

AutoSharing Option
პოლ ლეიკი მანჩესტერელია, "მანჩესტერ სიტის" აღზრდილი გახლავთ, 10 სეზონი იცავდა მის ღირსებას (მცველი იყო), სხვა გუნდში არ უთამაშია, 110 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 28 წლის ასაკში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

პოლმა სოლფირდის უნივერსიტეტი დაამთავრა, ახლა ფიზიოთერაპევტია და სტოკპორტში ინვალიდ ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ის და მისი მესამე მეუღლე ჯო "ქალაქელთა" თავგამოდებული ფანები არიან, ახარებთ "სიტის" წარმატებები და განსაკუთრებით ბელგიელი ნახევარმცველის კევინ დე ბრიუნეს ბურთაობით არიან აღფრთოვანებულები.

48 წლის ლეიკმა განაცხადა, რომ თუ დე ბრიუნე პრემიერლიგის საუკეთესო
ფეხბურთელი გახდება, ის და მისი თანამეცხედრე ქალაქის ცენტრალურ ავტოსადგომზე გაშიშვლდებიან...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული