ჟოზე მოურინიოს 15-მილიონფუნტიანი ხელფასი არ აკმაყოფილებს

AutoSharing Option
"გარდიანი" ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს კლუბთან 2019 წლის ზაფულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელება უნდა, ოღონდ გასამრჯელოს გაზრდას ითხოვს. ცნობისათვის, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 15 მილიონი ფუნტია.

პორტუგალიელი თვლის, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდი პროგრესირებს და ახალი შრომითი ხელშეკრულებით ხელფასის მომატებას იმსახურებს. კონტრაქტის გახანგრძლივება ორივე მხარეს სურს და მოლაპარაკება მალე დაიწყება.

შეგახსენებთ, "მანიუ" ამ სეზონში არ დამარცხებულა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული