"ნიუკასლის" ფანმა 11 ათასი კილომეტრი ტყუილად იფრინა

AutoSharing Option
თქვენ წარმოიდგინეთ და "ნიუკასლს" შორეულ ფილიპინებზე გულშემატკივარი ყოლია, კენდრიკ მონ დე ლეონი, რომელმაც ინგლისამდე თითქმის 11 ათასი კილომეტრი იფრინა თავისი საყვარელი გუნდის "საუთჰემპტონთან" მატჩში მხარდასაჭერად და როდესაც დანიშნულების ადგილას ჩააღწია, გაიგო, რომ პრემიერლიგის მე-8 ტურის ეს შეხვედრა ერთი დღით გადაიტანეს, მას კი უკან დასაბრუნებელი ბილეთი აღებული ქონდა, დასარჩენად ფული არ გააჩნდა და სამშობლოში დაბრუნდა.

"კაჭკაჭების" გულდაწყვეტილმა ქომაგმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ ვერ მოახერხა თამაშზე დასწრება და იმედგაცრუებილია. თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ ჯორდები გაიმარჯვებდნენ. გეცოდინებათ, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული