გარი ნევილი: "ლივერპული" გაურისკავად უტევდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა, რომელიც ახლა Sky Sports-ზე საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, პრემიერლიგის მე-8 ტურში "ლივერპულისა" და "მანიუს" უგოლოდ დასრულებული მატჩი გაარჩია:

"პირველ ტაიმში მომეჩვენა, თითქოს "მანჩესტერი" შარშანდელთან შედარებით განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ მეორე ტაიმში ძველ სტილს დაუბრუნდა - ფრე აწყობდა და დაცვაში ჩადგა.

მხოლოდ ერთი გუნდი უტევდა, ეს "ლივერპული" იყო. ვიცი, დაწერენ, ჟოზე მოურინიომ კარში ავტობუსი ჩააყენაო. კლოპის გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა იურგენს შეეძლო ჯანი, ჰენდერსონი და ვაინალდუმი უფრო მოიერიშე ფეხბურთელებით შეეცვალა, ვერ გაბედა, რადგან წაგების შეეშინდა.

მასპინძლები
ძალიან ფრთხილად უტევდნენ. გარისკვას ერიდებოდნენ და არ უნდოდათ კონტრშეტევაზე დაეჭირა მეტოქეს. იურგენი ისეთ სიტუაციაშია, რომ დამარცხების უფლება არა აქვს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული