ტემუე ბაკაიოკო: "ჩელსიში" გოლს რომ გავიტან, თმას ლურჯად შევიღებავ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ტემუე ბაკაიოკო პირობას დებს, რომ თმას აუცილებლად შეიღებავს მას შემდეგ, რაც ინგლისის პრემიერლიგაში თავის პირველ გოლს გაიტანს.

"როგორც კი "ჩელისის" მაისურით პრემიერლიგაში პირველ გოლს გავიტან, თმას შევიღებავ, სავარაუდოდ, ლურჯად. საერთოდ, მიყვარს დროდადრო თმის შეღებვა - თითქოს ამას წარმატებაც მოაქვს. ბოლოს თმა თეთრად "მანჩესტერ სიტისთან" თამაშის შემდეგ გადავიღებე", - აქვეყნებს ბაკაიოკოს ნათქვამს The Sun.

შეგახსენებთ, რომ ბაკაიოკო "ჩელსიში" გასულ ზაფხულს "მონაკოდან" გადავიდა. მის ანგარიშზე ლონდონური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებული 9 მატჩია. ფრანგმა ფეხბურთელმა ჯერჯერობით ერთადერთი გოლი ჩემპიონთა
ლიგის მატჩში გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული