"არსენალის" 49 წლის ყოფილი ნახევარმცველი კარიერას განაახლებს

AutoSharing Option
12 წელი თამაშობდა ნახევარმცველი პოლ მერსონი ლონდონის "არსენალში", 289 მატჩში 78 გოლი გაიტანა, ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, შემდეგ უფრო დაბალი კლასის გუნდებში ასპარეზობდა, 2012 წელს კი ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. მან ინგლისის ნაკრების ღირსება 21 შეხვედრაში დაიცვა.

პოლი კარგა ხანი ლოთობდა და ნარკომანობდა, ოჯახიც დაენგრა, მაგრამ იმკურნალა, მეორედ დაქორწინდა და ახლა, 49 წლის ასაკში ხელახლა აპირებს თამაშის დაწყებას. მას კონტრაქტის გაფორმება უელსის მეოთხე ლიგის ნახევრადსამოყვარულო კლუბმა "კერომ" შესთავაზა და დათანხმდა. მერსონის დებიუტი "კეროში"  "პონტიკპუნთან" შეხვედრაში შედგება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული