როს ბარკლი "ჩელსისა" თუ "ტოტენჰემს" შორის აირჩევს?

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე "ტოტენჰემი" და "ჩელსი" "ევერტონის" 23 წლის შუახაზელის, როს ბარკლის შეძენას შეეცდებიან. ინგლისური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ლონდონური გრანდები ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ ბარკლის შეძენას, თუმცა მაშინ მან "გუდისონ პარკზე" დარჩენა გადაწყვიტა.

იტყობინებიან, რომ "დეზების" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო უკვე ესაუბრა ფეხბურთელს და აუხსნა, რომელ პოზიციაზე ხედავს მას საკუთარ გუნდში. ბარკლისთვის კი მთავარია, სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, რათა მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე ითამაშოს. ბარკლის "ევერტონთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული