იურგენ კლოპი: შემიძლია, ორ საათში დავწერო წიგნი დაცვაში თამაშზე!

AutoSharing Option
იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მას ორ საათში შეუძლია, დაცვაში თამაშის შესახებ დაწეროს წიგნი. "ლივერპულის" გერმანელმა მწვრთნელმა ეს განცხადება კლუბის ბოლოდროინდელ შედეგს მოაყოლა - მას შემდეგ, რაც პრემიერლიგა დაიწყო, "ლივერპულმა" 6 ტურში 11 გოლი გაუშვა.

"ბევრ გოლს ვუშვებთ. ამას ყველა ხედავს და ვხედავ მეც. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია. მე შესანიშნავად ვიცი, როგორ უნდა ავაწყო დაცვაში თამაში. ეს ჯერ ცუდად გამოგვდის, მაგრამ ბოლომდე მჯერა, რომ უკეთესობა გვექნება. მთავარია ტაქტიკური დისციპლინა.

შეიძლება ყველაფერი არ ვიცი ფეხბურთში, მაგრამ შემიძლია, ორ საათში დავწერო წიგნი
დაცვაში თამაშზე - როდის სად უნდა იყოს ფეხბურთელი. ამ დროისთვის ყველა ვერ ასრულებს ჩემს მითითებებს, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.

ვიცი, გვჭირდება შედეგები. მჯერა ჩემი გუნდის და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ის უკეთესი გავხადო", - განაცხადა 50 წლის კლოპმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული