გორეტცკას ინგლისში აკვირდებიან

AutoSharing Option
"შალკეს" ნახევარმცველმა ლეონ გორეტცკამ, შესაძლოა, კარიერა ინგლისში გააგრძელოს. გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" აკვირდებიან ფეხბურთელის კონტრაქტთან დაკავშირებულ სიტუაციას და, შესაძლოა, უკვე ამ ზამთარს სცადონ მისი გაფორმება.

გორეტცკა "შალკეში" 2013 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 6 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და ერთი გოლი გაიტანა. წელს ნახევარმცველმა გერმანიის ნაკრების რიგებში კონფედერაციათა თასზე ითამაშა და ოთხ მატჩში სამი გოლით ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული