ჟოზე მოურინიო ლიგის თასის წინააღმდეგია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინგლისის ლიგის თასის გათამაშების გაუქმებას უჭერს მხარს. პორტუგალიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ამ ტურნირის გარეშე გუნდებს უფრო მეტი ძალა დარჩებათ ევროთასების მატჩებისთვის.

მოურინიომ შესაბამისი განცხადება ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდის შემდეგ გააკეთა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ტურნირის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"პატივი უნდა ვცეთ ტურნირს, მის სპონსორებს, მეტოქეებს და ბევრი ჩვენგანი მაქსიმუმ ძალისხმევას ხარჯავს მასში გამარჯვების მოსაპოვებლად.

მაგრამ, თუ მკითხავთ - გადარჩება თუ
არა ინგლისური ფეხბურთი ამ ტურნირის გარეშე ან უკეთესი გახდება თუ არა ის, გიპასუხებთ: "ეს სავსებით შესაძლებელია". ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ჩვენ უფრო მეტი ძალები დაგვრჩება ევროთასებისთვის", - განაცხადა მოურინიომ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული