შარშან "მონაკოდან" ლონდონის "ჩელსიში" გადასული 23 წლის ფრანგი ნახევარმცველი ტემუე ბაკაიოკო თავისი Mercedes-Benz G-Class-ით ავტოავარიაში მოხვდა.
ავტოავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა რაც მთავარია ფეხბურთელი უვნებელი გადარჩა და ამჟამად სახლში იმყოფება.