"ლესტერი" ჰომოფობებს ებრძვის

AutoSharing Option
"ლესტერმა" თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება - სამ გულშემატკივარს აუკრძალოს საშინაო მატჩებზე დასწრება. "მელიების" ფანები დაისაჯნენ ინგლისის ჩემპიონატის მეორე ტურში "ბრაიტონთან" მატჩის დროს არაშესაფერისი საქციელის გამო - მატჩის დროს ისინი ჰომოფობიურ ფრაზებს სკანდირებდნენ.

"ყველა გულშემატკივარი, რომელიც "კინგ პაუერზე" ესწრება თამაშებს, თავისუფლად და უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს, - წერია კლუბის განცხადებაში. - ვერ მოვითმენთ საქციელს, რომელიც ამგვარ მოლოდინს არ შეესაბამება. შედეგად, სამ გულშემატკივარს აეკრძალა სტადიონზე მისვლა ორიდან 12 თვემდე ვადით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული