სიკვდილს გადარჩენილმა სუარემ "ჰადერსფილდთან“ ითამაშა

AutoSharing Option
შარშან 11 სექტემბერს ლონდონში ჰიტროუს აეროპორტთან "კრისტალ პალასის“ სენეგალელი ნახევარმცველი პაპ სუარე მძიმე ავტოავარიაში მოხვდა და სიკვდილს სასწაულად გადაურჩა. ის თავისი G 63 AMG - Mercedes-Benz-იდან მაშველებმა ძლივს ამოიყვანეს.

ავტომობილი ფაქტიურად სახურავის გარეშე იყო, პაპს კი მარცხენა ფეხი ქონდა გაჭედილი, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ფეხზე და თავზე ოპერაცია გაუკეთეს.

სუარე ამბობს, რომ 13 წლისამ დატოვა სამშობლო, ცხოვრებაში ყველაფერს ამ ფეხებით მიაღწია, შეეშინდა არ დაინვალიდებულიყო (ექიმებს უთქვამთ, ფეხი ერთი სანტიმეტრით ზემოთ რომ დაგზიანებოდა, ვეღარ გაივლიდიო) და უფეხბურთოდ არ დარჩენილიყო, თან მალე
მამა კიბოთი გარდაეცვალა, დედას ფეხი მოტყდა და ამდენი უბედურება დაატყდა თავს, მაგრამ ბევრი იწვალა, იშრომა და მოახერხა მძიმე სიტუაციიდან გამოსვლა.

მან სამი მატჩი ჩატარა დუბლებში, წუხელ კი ინგლისის ლიგის თასზე "ჰადერსფილდთან“ 1:0-ზე მოგებულ შეხვედრაში ნაანტრაქტევს შევიდა შეცვლაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული