რამდენ ხანს იუქმებს პოლ პოგბა?

AutoSharing Option
ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის პოლ პოგბას ტრავმის შესახებ. ზოგი ამტკიცებს, რომ ისეთი სერიოზული არაფერი სჭირს და 6 კვირაში ჩადგება მწყობრში, ზოგი კი ირწმუნება, 12 კვირა იუქმებსო.

არავინ იცის რამდენი ხანი ვერ დაგვეხმარება პოგბა, მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ გახდება შესაძლებელი ამის განსაზღვრა, ნუ აქცევთ ყურადღებას ვინ რას ლაპარაკობს, ეგენი საქმის კურსში საერთოდ არ არიანო, ბრძანა "მანიუს" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ.

თავად პოლი კი კარგ ხასიათზეა, გუშინ საფრანგეთიდან მშობლებმა ჩააკითხეს და თუ რამ დარდი ქონდა გაუქარვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული