დე ხეამ მეასედ შეინახა "მანჩესტერ იუნაიტედის" კარი მშრალად

AutoSharing Option
ლივერპულის "ევერტონთან" მატჩში კიპერმა დავიდ დე ხეამ მეასედ შეინახა "მანჩესტერ იუნაიტედის" კარი მშრალად. სულ მან "მანიუში" 275 შეხვედრაში 279 გოლი გაუშვა. დავიდი "მანჩესტერში" 2011 წელს გადავიდა, მანკუნიანურ კლუბთან კი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება.

ესპანელი შეაქო გუნდის ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა:"მართლაც გასაოცარი გოლკიპერია. შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოც. ტოპ-კლასია. ინგლისში რომ თამაში დაიწყო, ხშირად ვაკრიტიკებდი, მაგრამ მას შემდეგ არნახული პროგრესი განიცადა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული