პრემიერლიგა. V ტური: ინგლისური ფეხბურთის ანტირეკორდი, გიგზის რეკორდის გამეორება და "სიტის" შოუ [VIDEO]

AutoSharing Option
16 სექტემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის 7 მატჩი გაიმართა.

"მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად "უოტფორდი" 6:0 გაანადგურა და 13 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. სერხიო აგუერომ დუბლი და საგოლე პასი მიითვალა, თითო გოლი გაიტანეს გაბრიელ ჟეზუშმა, ნიკოლას ოტამენდიმ და რაჰიმ სტერლინგმა, რომელმაც პენალტი შეასრულა.

"ლივერპულმა" შინ ვერ დაამარცხა "ბარნლი", რომელიც სკოტ არფილდმა დააწინაურა, მაგრამ მოჰამედ სალაჰმა "ლივერპულისთვის" ქულა იხსნა - 1:1.

"ტოტენჰემმა" და "სუონსიმ" ერთმანეთს გოლები ვერ გაუტანეს. "კრისტალ პალასმა" ზედიზედ მეხუთე მატჩი დათმო, ამჯერად, შინ "საუთჰემპტონთან" 0:1 დათმო. თან, ისე, რომ ჯერ გოლი
არ გაუტანია - ამით "არწივებმა" ინგლისური ფეხბურთის ანტირეკორდი დაამყარეს, ასეთი ცუდი სტარტი არავის ჰქონია.

"ვესტ ბრომვიჩის" 36 წლის ვეტერანმა გარეთ ბერიმ 632-ედ ითამაშა პრემიერლიგაში, ამით მან რაიან გიგზის რეკორდი გაიმეორა.

შაბათი, 16 სექტემბერი
კრ. პალასი-საუთჰემპტონი 0:1
გოლი: 0:1 დევისი (6)

ჰადერსფილდი-ლესტერი 1:1
გოლები: 1:0 დეპუატრი (46), 1:1 ვარდი (50-პენ)

ლივერპული-ბარნლი 1:1
გოლები: 0:1 არფილდი (27), 1:1 სალაჰი (30)

ნიუკასლი-სტოკი 2:1
გოლები: 1:0 ატსუ (19), 1:1 შაქირი (57), 2:1 ლასელსი (68)

უოტფორდი-მან. სიტი 0:6
გოლები: 0:1 აგუერო (27), 0:2 აგუერო (31), 0:3 გაბრიელ ჟეზუში (38), 0:4 ოტამენდი (63), 0:5 აგუერო (81), 0:6 სტერლინგი (89-პენ)

ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი 0:0

ტოტენჰემი-სუონსი 0:0

პარასკევი, 15 სექტემბერი
ბორნმუთი-ბრაიტონი 2:1

კვირა. 17 სექტემბერი
ჩელსი-არსენალი 16:30
მან. იუნ-ევერტონი 19:00

1. სიტი - 13 ქულა; 2. მანჩესტერი - 10; 3. ჩელსი - 9; 4. ნიუკასლი - 9; 5. ტოტენჰემი - 8.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული