„სამი ლომის“ გოლკიპერს ლომის რეაქცია სწადია

AutoSharing Option
ფრიად უხეიროდ დაიწყო ახალი სეზონი ინგლისის ნაკრების მეკარისთვის ჯო ჰარტისთვის. მისი „ვესტ ჰემი“ პრემიერლიგის სტარტზე სამივე მატჩში დამარცხდა, თავად კი 10 გოლი გაუშვა.

სამაგიეროდ ეროვნულ გუნდში ითამაშა ჯომ კარგად, სლოვაკეთთან და მალტასთან, მერე როგორც იქნა, „ჩაქუჩებმაც“ მოიგეს (ჰადერსფილდთან 2:0) და კარი მშრალად შეინახა.

„სამი ლომის“ კიპერს თურმე, ლომები უყვარს, ნამეტნავად და გუშინ ეშფორდის ზოოპარკში წავიდა, სადაც ლომი მოინახულა. ხელცარიელიც არ მისულა, "სადილი" საკუთარი ხელით მიართვა. ოღონდ, რა თქმა უნდა, გალიის გარედან.

ჯო ამბობს, რომ ლომები ძალიან სწრაფები არიან და მათ
რეაქციას აკვირდება. ეტყობა, თვითონაც უნდა მათი მსგავსი სისხარტე ქონდეს, რაც ხან გამოსდის და ხან - არა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული