დავიდ დე ხეამ მანჩესტერში სახლი გამოიცვალა

AutoSharing Option
გახსოვთ ალბათ, ესპანეთის ნაკრების მეკარის დავიდ დე ხეას მადრიდის „რეალში“ ტრანსფერი ბოლო მომენტში რომ ვერ შედგა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩა. მაშინ ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნებას ფეხბურთელს მისი მეგობარი ქალი ედურნე გარსია აძალებდა.

მას შემდეგ დავიდს სამშობლოში დაბრუნების სურვილი არ გამოუთქვამს. ახლახან მან ჩეშირში არენდით აღებული 3.85 მილიონ ფუნტად ღირებული სახლი დატოვა და „ოლდ ტრაფორდის“ მახლობლად შედარებით მოკრძალებული ბინა იქირავა, რამაც ცოტა არ იყოს და შეაშინა გულშემატკივრები - ეგ ბიჭი ისევ აქედან აბარგებას ხომ არ აპირებსო.

თუმცა, საგანგაშო არაფერია, რადგან სახლის გამოცვლა
იმით ყოფილა გამოწვეული, რომ პატრონს მისი გაყიდვა გადაუწყვიტავს. ცნობისათვის, იმ სახლის ქირა თვეში 12 ათას ფუნტს შეადგენდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული