მათ ტვიტერზე სპეციალური მიკრობლოგი KloppOUT-ი შექმნეს და თვითმფრინავის დაქირავებას გეგმავენ, რომელიც „ბარნლისთან“ თამაშისას „ენფილდზე“ გადაიფრენს და ზედ ბანერი ექნება მიბმული. ამ ბანერზე ეწერება „იურგენ კლოპი - ფეხბურთის გენია. არ იცის გუნდმა როგორ დაიცვას თავი. დევიდ მოიესის მწვრთნელობისას უფრო ხშირად ვიმარჯვებდით. არანაირი ტიტულები. მადლობა მოგონებებისათვის, მაგრამ წასვლის დროა".