„ლივერპულის“ ფანები კლოპის გადაყენებას ითხოვენ

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონატზე „მანჩესტერ სიტისთან“ 0:5-ზე განადგურებამ და ჩემპიონთა ლიგაზე „სევილიასთან“ ხელიდან გაშვებულმა გამარჯვებამ (2:2) განარისხა „ლივერპულის“ გულშემატკივრები და მენეჯერის იურგენ კლოპის გადაყენებას ითხოვენ.

მათ ტვიტერზე სპეციალური მიკრობლოგი KloppOUT-ი შექმნეს და თვითმფრინავის დაქირავებას გეგმავენ, რომელიც „ბარნლისთან“ თამაშისას „ენფილდზე“ გადაიფრენს და ზედ ბანერი ექნება მიბმული. ამ ბანერზე ეწერება „იურგენ კლოპი - ფეხბურთის გენია. არ იცის გუნდმა როგორ დაიცვას თავი. დევიდ მოიესის მწვრთნელობისას უფრო ხშირად ვიმარჯვებდით. არანაირი ტიტულები. მადლობა მოგონებებისათვის, მაგრამ წასვლის დროა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული