პოლ პოგბა თვე-თვენახევარი იუქმებს

AutoSharing Option
"ბაზელთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის მე-17 წუთზე ტრავმირებულმა "მანჩესტერის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ სტადიონი ყავარჯნებით დატოვა. როგორც გაირკვა, მუხლქვეშა მყესი აქვს დაზიანებული და 4-6 კვირა გაუცდება.

ის თავის გუნდს უახლოეს 5 შეხვედრაში ვერ დაეხმარება, მაგრამ გუნდის მენეჯერს ჟოზე მოურინიოს იმედი აქვს, რომ 14 ოქტომბერს "ენფილდზე" "ლივერპულთან" ითამაშებს.

რაც "იუვენტუსიდან" "მანიუში" გადავიდა, მან უკვე მესამე ტრავმა მიიღო. გუნდის თავდამსხმელი მარკუს რეშფორდი ამბობს, რომ პოლის გარეშე ეს თვე-თვენახევარი ძალიან გაუჭირდებათ და როგორმე მის გარეშე უნდა გავიდნენ ფონს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული