როი ჰოჯსონი: უნდა გადავრჩეთ და არამარტო...

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა, ვინც ახლახან ჩაიბარა პრემიერლიგის აუტსაიდერი "კრისტალ პალასი", განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი მხოლოდ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება არ იქნება. მოვუსმინოთ 70 წლის სპეციალისტს:

"ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით აუცილებლად უნდა დავაღწიოთ თავი სახიფათო ზონას. ეს ერთადერთი მიზანი არ არის.

სეზონი ახალი დაწყებულია და ჯერ კიდევ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია ჩვენ სასიკეთოდ. მთავარია, მენტალურად ვიყოთ ძლიერები და საკუთარი თავის ბოლომდე ვირწმუნოთ", - თქვა ჰოჯსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული