"კრისტალ პალასის" მენეჯერად როი ჰოჯსონი დაინიშნა

AutoSharing Option
გუშინ სემ ელერდაისმა უმწვრთნელოდ დარჩენილი ლონდონის "კრისტალ პალასის" ჩაბარება არ ისურვა და ითქვა, რომ ამ თანამდებობაზე 70 წლის როი ჰოჯსონს დანიშნავდნენ.

ეს ინფორმაცია მართალი გამოდგა. ინგლისის ნაკრების ყოფილ თავკაცს ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმეს და 16 სექტემბერს პრემიერლიგის მე-5 ტურში "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში უქულოდ მყოფ გუნდს ის უხელმძღვანელებს. მას წლიურ გასამრჯელოდ 2.5 მილიონი ფუნტი დაენიშნა და კიდევ 1 მილიონს ბონუსების სახით მიიღებს.

სხვათა შორის, როიმ ფეხბურთის თამაში 1963 წელს "კრისტალ პალასში" დაიწყო, ოღონდ დიდი ვერაფერი მოთამაშე გახლდათ და პირველ გუნდში არ უასპარეზია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული