ელერდაისმა "კრისტალ პალასში" დაბრუნება იუარა

AutoSharing Option
მხოლოდ 78 დღე გაძლო ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ლონდონის "კრისტალ პალასის" სათავეში, მისი გუნდის უხეირო ასპარეზობის გამო კლუბის პრეზიდენტმა სტივ პერიშმა გადააყენა და მენეჯერობა სემ ელერდაისს შესთავაზა. "დიდმა სემმა" კი უარი შეუთვალა, რადგან როგორც ამბობს, კლუბში აღარ იმუშავებს.

შეგახსენებთ, ელერდაისი "კრისტალ პალასს" 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მაისამდე წვრთნიდა და პრემიერლიგიდან გავარდნას გადაარჩინა.

ამბობენ, "კრისტალს" როი ჰოჯსონი ჩაიბარებსო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული