გრეის ზურგი კი არა ისტორიის სახელმძღვანელო აქვს

AutoSharing Option
"უოტფორდის" 26 წლის თავდამსხმელმა ანდრე გრეიმ მთელი ზურგი ტატუებით მოიხატა. მას თურმე, უყვარს სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი შავკანიანი ადამიანები და საყვარელი პიროვნებების გამოსახულებები ახლა მის სხეულს ამშვენებენ: მოხამედ ალი, ნელსონ მანდელა, მარტინ ლუთერ კინგი, ბობ მარლი, ტომ სმიტი და ჯონ კარლოსი. მოკლედ, ზურგი კი არა ისტორიის სახელმძღვანელო აქვს.

ტვიტერზე განთავსებულმა მისმა ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა. გრეი ზაფხულში "უოტფორდმა" "ბარნლისგან" 18.5 მილიონ ფუნტად შეიძინა. ანდრე ჭაბუკობაში ჩხუბისას დაჭრეს და ლოყაზე ნაიარევი აქვს, ხოლო 2012 წელს სოციალურ ქსელში გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებებისათვის კინაღამ
ფეხბურთის თამაში აუკრძალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული