პრემიერლიგა. IV ტურის წინ: გვარდიოლა კლოპთან პირველი გამარჯვების მოლოდინში

AutoSharing Option
უკვე ვთქვით, რომ "მანჩესტერ სიტი" მასპინძლობს "ლივერპულს", რომელიც ბოლო წლებში უხერხულ მეტოქედ ექცა. პრემიერლიგაში "ქალაქელებს" 2014 წლის შემდეგ არ გაუმწარებიათ "წითლები", თუ არ ჩავთვლით 2016 წლის თებერვალში ლიგის თასზე პენალტების სერიაში მოგებულ ბრძოლას.

ასე რომ, პეპ გვარდიოლა ჯერაც ელოდება იმ დღეს, როცა იურგენ კლოპის წინააღმდეგ პრემიერლიგაში პირველ გამარჯვებას იზეიმებს.

...და ერთი ახალი ამბავი - ზურგის ტრავმის შემდეგ პირველად ივარჯიშა "ლივერპულის" ბრაზილიელმა შემტევმა ფილიპე კოუტინიომ, თუმცა ითამაშებს თუ არა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

ფაქტები
  • "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულთან" ბოლო 8 საშინაო
    მატჩში (იგულისხმება მხოლოდ პრემიერლიგა) მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - 4 მოგება, 3 ფრე. უკანასკნელი წაგება ძალიან მტკივნეული იყო - 2015 წლის 21 ნოემბერი, 1:4.
  • "მანჩესტერ სიტიმ", პრემიერლიგის ეგიდით, ბოლო 23 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (13 მოგება, 9 ფრე), თუმცა მხოლოდ 6 მატჩში შეინახა კარი "მშრალად".
  • სერხიო აგუერომ "ლივერპულის" წინააღმდეგ "ეტიჰადზე" ხუთჯერ ითამაშა და ხუთივე მატჩში გაიტანა თითო გოლი.
  • მას შემდეგ, რაც ჯეიმს მილნერი "მანჩესტერ სიტიდან" "ლივერპულში" გადავიდა, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 3 გოლში დაიდო წილი - 2 თავად გაიტანა, ერთიც პარტნიორს გაატანინა.
  • "მანჩესტერ სიტის" დისკვალიფიცირებული შემტევი რაჰიმ სტერლინგი დააკლდება. "ლივერპულს" ტრავმის გამო არ ეყოლება წამყვანი ნახევარმცველი ადამ ლალანა.
  • "არსენალს" პრემიერლიგაში ზედიზედ 3 მატჩი 2012 წლის შემდეგ არ წაუგია.
  • ჯერმეინ დეფოს "არსენალის" კარში გოლები 3 სხვადასხვა კლუბის ("ვესტ ჰემი", "ტოტენჰემი", "სანდერლენდი") მაისურით აქვს გატანილი.
  • "ევერტონმა" 2017 წელს პრემიერლიგის 11 საშინაო მატჩიდან 10 მოიგო.
  • ჰარი კეინის ("ტოტენჰემი") მიერ ახლანდელი გუნდის მაისურით ყველა ტურნირში გატანილი გოლების 48 პროცენტი საგარეო მატჩებზე მოდის.
  • "ევერტონს" დისკვალიფიცირებული ნახევარმცველი მორგან შნეიდერლინი არ ეყოლება.
  • "ჩელსის" დისკვალიფიცირებული ჰყავს ცენტრალური მცველი და კაპიტანი გარი კეჰილი.
  • "ლესტერმა" "ჩელსის" წინააღმდეგ ბოლო 11 მატჩში კარის "მშრალად" შენახვა მხოლოდ ერთხელ შეძლო.
  • პრემიერლიგის წინა ოთხი სეზონის მონაცემებით, "ჩელსის" სექტემბერში არცერთი საგარეო გამარჯვება არ მოუპოვებია (4 ფრე, 3 წაგება).
  • "სტოკს" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ბოლო 4 საშინაო მატჩიდან არცერთი არ წაუგია (2 მოგება, 2 ფრე).
  • "სტოკის" მწვრთნელი მარკ ჰიუზი ჟოზე მოურინიოსთან ბოლო სამ უშუალო დაპირისპირებაში არ დამარცხებულა - 1 მოგება, 2 ფრე.

ინგლისი. პრემიერლიგა. IV ტური
შაბათი. 9 სექტემბერი
მანჩესტერ სიტი-ლივერპული 15:30
არსენალი-ბორნმუთი 18:00
ბრაიტონი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
ევერტონი-ტოტენჰემი 18:00
ლესტერი-ჩელსი 18:00
საუთჰემპტონი-უოტფორდი 18:00
სტოკი-მანჩესტერ იუნაიტედი 20:30

კვირა. 10 სექტემბერი
ბარნლი-კრ. პალასი 16:30
სუონსი-ნიუკასლი 19:00

ორშაბათი. 11 სექტემბერი
ვესტ ჰემი-ჰადერსფილდი 23:00

ბომბარდირები: 3 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი), სადიო მანე (ლივერპული).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული