ადრიენ სილვა "ლესტერში" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, 31 აგვისტოს, ლისაბონის "სპორტინგიდან" 22 მილიონ ფუნტად გადავიდა. 28 წლის ფეხბურთელს დენი დრინკუოტერი უნდა შეეცვალა, მაგრამ ამას იანვრამდე ვერ მოახერხებს. ამის მიზეზი ისაა, რომ "ლესტერმა" FIFA-ში საჭირო საბუთების დროულად გაგზავნა ვერ მოასწრო და დამატებით 2 საათი ითხოვა, რაზეც უარი მიიღო.