მოღალატე რუნი შიშობს, რომ შეიძლება ოჯახი დაენგრეს

AutoSharing Option
“ევერტონის“ თავდამსხმელი უეინ რუნი მარტო რომ არ იყო ავტომობილით ნასვამ მდგომარეობაში მართვისას და პოლიციამ მასთან ერთად მყოფი 29 წლის მეძავი ლაურა სიმპსონიც წაიყვნა პოლიციის განყოფილებაში, ამ ამბავმა ჩვენამდეც მოაღწია და რა თქმა უნდა, გაიგო მისმა მეუღლე კოლინმა, რომელიც მეოთხე ბავშვს ელოდება და გუშინ დაბრუნდა ინგლისში მალიორკადან, ოღონდ არა შრეკთან, არამედ მშობლების სახლში.

კოლინი კიდევ უფრო იმან გაახელა, რომ ლაურამ ინსტაგრამზე დაწერა, რუნიმ მაკოცა, ნაზად ჩამეხუტა, თუმცა მეტი არაფერი არ მომხდარაო და არც ის დაუმალავს, რომ საღამო კოქტეილ-ბარ „სიმპოზიუმში“ ერთად გაატარეს.

კოლინი ტელეფონით ელაპარაკა უეინს, კითხა, თუ არაფერი არ გაკავშირებს მაგ დიაცთან, რატომ არ გადაუხადე 50 ფუნტი და არ გაუშვი სახლში ტაქსითო? მერე ლაურასაც აუწკრიალა მობილური და ახსნა-განმარტება მოსთხოვა.

უეინის არ ელაპარაკებიან მეუღლის მშობლები და ძმები, რომლებიც ადრე მასთან მეგობრობდნენ, რადგან თვლიან, რომ მათი და შეურაცხყო.

კოლინი ამბობს, მადრიდში რომ „იცუღლუტა“ ვაპატიე და ახლა თავს დამცირებულად ვგრძნობო. თავად ფეხბურთელი შიშობს, რომ ოჯახი დაენგრევა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული