"სუონსიმ" "ბაიერნიდან" სანშეში იჯარით აიყვანა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" 20 წლის ნახევარმცველი რენატო სანშეში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში "სუონსიში" ითამაშებს. უელსელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბმა პორტუგალიელი იჯარით აიყვანა.

რენატო სანშეში "ბაიერნში" 2016 წელს დიდი იმედებით გადავიდა, მაგრამ გაცემული ავანსები, ჯერჯერობით, ვერ გაამართლა.