"ლივერპულმა" ჩემბერლენის ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
"ლივერპულმა" დაადასტურა, რომ 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას მერსისაიდულ კლუბში განაგრძობს.

ინგლისური კლუბის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩემბერლენმა "ლივერპულთან" ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა. ბრიტანული პრესის ცნობით, საუბარია 5-წლიან კონტრაქტზე. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, "არსენალი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტს მიიღებს.

ოქსლეიდ-ჩემბერლენი "არსენალში" 2011 წლიდან თამაშობდა. "მეთოფეების" მაისურით ჩატარებულ 198 შეხვედრაში მან 20 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული