უეინ რუნიმ ისევ "მანჩესტერ სიტისთან" დაამრგვალა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ლივერპულის "ევერტონის" აქტივში 2 მატჩში გატანილი 2 გოლია და ორივე მათგანი გუნდში ახლახან დაბრუნებული უეინ რუნის ანგარიშზეა.

გუშინ, მე-2 ტურის ბოლო მატჩში, რუნიმ "მანჩესტერ სიტის" გაუტანა და გუნდს ქულა მოუტანა. 31 წლის თავდამსხმელმა პრემიერლიგაში თავისი მე-200 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ რუნის საიუბილეო 50-ე და 150-ე გოლებიც "ქალაქელების" კარში აქვს გატანილი.

ასევე დავამატებთ, რომ რუნი პრემიერლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, ვინც 200-გოლიან ნიშნულს მიაღწია. პირველი ალან შირერია. ლეგენდარული ფეხბურთელის ანგარიშზე 260 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული