სტერლინგმა "მანჩესტერ სიტის" ქულა გადაურჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის პირველ ტურში გამარჯვებული გუნდები "მანჩესტერ სიტი" და ლივერპულის "ევერტონი" "ეტიჰად სთედიუმზე" შეხვდნენ ერთმანეთს. გეხსომებათ, ამ გუნდების ბოლო მატჩი 15 იანვარს "გუდისონ პარკზე" ჩატარდა და მასპინძელთა სენსაციური გამარჯვებით დასრულდა 4:0.

როგორც მოსალოდნელი იყო, "ქალაქელები" თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, მომენტებიც ქონდათ, მაგრამ ვერ ივარგეს. ყველაზე კარგი შანსი 34-ე წუთზე დავიდ სილვამ ვერ გამოიყენა, რომელმაც ძელს გაარტყა ბურთი, კონტრშეტევაზე კი "შეფილდ იუნაიტედიდან" გადაყვანილმა 20 წლის ფორვარდმა კელვერტ-ლიუინმა მარჯვნიდან ჩააწოდა საჯარიმოში ბურთი და რუნიმ ანგარიში გახსნა. სხვათა შორის, ეს პრემიერლიგაზე "შრეკის" საიუბილეო მე-200 გოლია
(183 მანჩესტერში გაიტანა და 17 ევერტონში) და ინგლისის ჩემპიონატზე შეგდებული ბურთების მაჩვენებლით მხოლოდ ალან შირერს ჩამორჩება (260 გოლი).

ტაიმის დასასრულს კი "ტოტენჰემისგან" შეძენილმა 27 წლის მარჯვენა მცველმა კაილ უოკერმა მოახერხა და ორ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო (მეორე გაფრთხილება კელვერტ-ლიუინმა აკიდა) და მოედანი დატოვა. ბარემ გეტყვით, რომ ეს პრემიერლიგაზე უოკერის მე-200 შეხვედრა გახლდათ და აქამდე წითელი ბარათი არ მიუღია.

შესვენების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა "სიტიმ" ბევრი უტია და საწადელსაც მიაღწია. 82-ე წუთზე აგუეროს ჩაწოდებული ბურთი ჰოლგეითმა პირდაპირ სტერლინგზე მოიგერია და მან მიწაზე დაუშვებლად ბურთს ადგილი პიკფორდის კარის ბადეში მიუჩინა. აღსანიშნავია, რომ შნეიდერლინს ძალიან უჭირდა აგუეროს მეურვეობა, 88-ე წუთზე მსაჯმა მასთან უხეშობისთვის მეორედ გააფრთხილა და გუნდები მოედანზე 10-10-ზე დარჩნენ. ენდშპილში მასპინძლები სტუმართა საჯარიმოს მიაწყდნენ, მაგრამ გამარჯვების მომტანი გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული