"კრისტალ პალასთან"გამარჯვებით გახარებულმა იურგენ კლოპმა კმაყოფილება ვერ დამალა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-2 ტურში "ლივერპულმა" სახლში სადიო მანეს გვიანი გოლით "კრისტალ პალასს" 1:0 სძლია. ნამატჩევს "წითლების" მენეჯერმა იურგენ კლოპმა კმაყოფილება ვერ დამალა:

"რთული თამაში იყო. ბურთს უფრო ხშირად ჩვენ ვფლობდით. პირველ ტაიმში მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მოთმინება იყო საჭირო. მოწინააღმდეგე დაცვაში ღრმად იყო ჩამდგარი. მეტოქეს კონტრშეტევების საშუალებას არ ვაძლევდით.

მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი. თავს ჩინებულად ვიცავდით. გოლი მომეწონა, რადგან კონტრპრესინგის შედეგად გავიტანეთ. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. კიდევ შეგვეძლო გატანა. თუმცა, ჩვენი თამაშით სრულად კმაყოფილი ვარ. გულშემატკივრები ძალიან დაგვეხმარნენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული