უსაინ ბოლტი, "მანჩესტერის" ფორმით, "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს

AutoSharing Option
ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი 2 სექტემბერს, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბარსელონას" ლეგენდებს შორის გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. სპორტსმენი, რომელმაც კარიერა ახლახან დაასრულა, "წითელი ეშმაკების" მაისურით ითამაშებს.

ცნობილია, რომ "მანჩესტერის" შემადგენლობაში, ბოლტის გარდა, პოლ სქოულზი, გარი ნევილი, ედვინ ვან დერ სარი, დუაიტ იორკი და სხვა ლეგენდები ითამაშებენ. "ბარსელონას" ლეგენდებიდან კი გაისკა მენდიეტას, ერიკ აბიდალის, მიგელ ანხელ ნადალისა და გეორგ პოპესკუს სახელებია ცნობილი.
ასევე დაგაინტერესებთ