ჯოუი ბარტონი იურგენ კლოპს აკრიტიკებს

AutoSharing Option
ვეტერანი ინგლისელი ნახევარმცველი ჯოუი ბარტონი დიდი ვერაფერი ფეხბურთელია. უფრო სწორად, იყო, რადგან საბუკმეკერო კანტორაში თამაშისათვის სეზონნახევრიანი დისკვალიფიკაცია აჰკიდეს. როგორც გაირკვა, 2006-16 წლებში სხვადასხვა გუნდის, მათ შორის, საკუთარის თამაშებზე დადო 1 260 ფსონი.

ახლა დისკვალიფიკაციის ვადა 13 თვემდე შეუმცირეს, თუმცა ისედაც 34 წლისაა და აწი აღარაფრის გამკეთებელი არაა და ბუცებსაც ლურსმანზე ჩამოაკონწიალებს. სამაგიეროდ, დიდი ენაჭარტალაა. რაც ესმის და არ ესმის, რაც ეხება და არ ეხება, ყველაფერზე აკეთებს კომენტარს. ერთხელ თქვა, 2 ათას წელზე მეტი ხნის წინ ვიღაცამ რაღაც წიგნი დაწერა ბიბლიის
სახით, რატომ უნდა ვიცხოვრო მე მისი დოგმებითო?

ცოტა უცნაურიცაა. მაგალითად, საფრანგეთში თამაშისას ზლატან იბრაჰიმოვიჩს მოედანზე დასცინა, ეგ რამოდენა ცხვირი გაქვსო... გაგიკვირდებათ და, იბრამ ხმა არ გასცა. მოკლედ, თავხედია.

ახლა ის "ლივერპულის" მწვრთნელს, იურგენ კლოპს მისდგა: "ეს გერმანელი ქარიზმატული მწვრთნელი და კარგი ბიჭია, მაგრამ ყოველთვის ვნერვიულობ, როდესაც პირით ხაზთან სირბილს იწყებს. ტოპ-მენეჯერობისათვის ეს საკმარისი არაა.

საშინელი სტატისტიკა აქვს გადამწყვეტ მატჩებში. "დორტმუნდს" მხოლოდ ერთხელ მოაგებინა ბუნდესლიგა და გერმანიის თასი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული