"მანჩესტერ იუნაიტედმა" ისკოზე უარი დიდი თავის გამო თქვა

AutoSharing Option
გუნდის მიერ ფეხბურთელის დაწუნების რა მიზეზი არ გაგვიგია, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველგვარ ზღვარს გადავიდა.

ESPN "წითელი ეშმაკების" სკაუტის იმ ანგარიშის ტექსტს აქვეყნებს, რომელიც 2013 წელს მომზადდა და მაშინ ჯერ კიდევ "მალაგაში" მოთამაშე ისკოს ეხებოდა. ანგარიშში ვკითხულობთ:

"ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ საკმარისად სწრაფი არაა და გარდა ამისა, მისი თავი, სხეულთან შედარებით, ზედმეტად დიდია".

ფეხბურთის ბევრ გულშემატკივარს ვერ გაუგია, როგორ დათმო "ვალენსიამ" ისკოსნაირი ტალანტი და ის "მალაგაში" გაუშვა. ასევე გაუგებარია, რატომ არ შეიძინა ფეხბურთელი "ბარსელონამ", რომელსაც ამის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა. "მანჩესტერთან"
დაკავშირებით კი კითხვები არ არსებობს - უკვე ვიცით, რატომაც თქვა "იუნაიტედმა" უარი ფეხბურთელზე, რომლის გოლითაც 2 დღის წინ უეფას სუპერთასი წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული