თომას ვერმალენს ინგლისში დაბრუნებას სთავაზობენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველი თომას ვერმალენი, შესაძლოა, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა" შეიძინოს. 31 წლის ბელგიელის ხილვა "კრისტალ პალასსაც" სურს.

ვერმალენს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.

გასული სეზონი ვერმალენმა სერია A-ს "რომაში" გაატარა, მაგრამ ტრავმებისა და ცუდი ფორმის გამო, ჯამში 9 მატჩი ითამაშა.

ვერმანელს ინგლისში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. 2009-2014 წლებში, ის "არსენალის" ღირსებას იცავდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული