"ბაიერნი" ტუხელის ზიდანით შეცვლას გეგმავს

AutoSharing Option
სეზონის დასრულებისთანავე "ბაიერნს" მწვრთნელი თომას ტუხელი დატოვებს და კლუბი მის შემცვლელად ზინედინ ზიდანს განიხილავს, - იტყობინება "ბილდი".

ჯერ მხარეები არ შეხვედრიან ერთმანეთს, თუმცა ზიდანი მიუნხენურ გუნდში მუშაობის წინააღმდეგი არაა, რადგან მიაჩნია, რომ "რეალის" სტილში თამაშობს, რომელსაც ადრე სათავეში ედგა.

აღნიშნულია, რომ თუ ზიდანი დაითანხმეს, მის თანაშემწედ ფრანკ რიბერის დანიშნავენ. შეგახსენებთ, ზიდანი 2021 წლის შემდეგ უმუშევარია.

ასევე დაგაინტერესებთ